შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა

დღის განმავლობაში ადამიანებს უამრავი ნარჩენი გვიგროვდება. ყოველდღიურ რუტინაზე დამოკიდებულებს, ზოგჯერ სურვილიც კი არ გვიჩნდება, რომ როგორმე შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა, რომელიც დედამიწას და, შესაბამისად, ჩვენ გვაზიანებს. რეალურად, არის უამრავი მარტივი გზა, რითაც შეგვიძლია ნარჩენების რაოდენობა შესაძლო მინიმუმამდე დავიყვანოთ ისე, რომ დისკომფორტი არ შეგვექმნას (თუმცა დედამიწისთვის არც დისკომფორტის შექმნისგან უნდა დავიხიოთ უკან!).
გაეცანით ჩვენს რჩევებს:

"პოლიეთილენი, რომელსაც შენ ერთხელ იყენებ, ოკეანეებს სამუდამოდ აწამებს"

  • გარემოსდამცველების ერთ-ერთი უძლიერესი მტერი პოლიეთილენის პარკია. ნიადაგში მის გახრწნას 1000 წელი სჭირდება. გარდა ამისა, დაშლის დროს ის გამოჰყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და ზიანს აყენებს მიწისქვეშა წყლებს. პოლიეთილენის პარკის გადაყლაპვისგან ყოველწლიურად მილიარდამდე ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება. ყველაფერი ეს სრულიად უმიზეზოდ, რადგან, რეალურად, პოლიეთილენის პარკები სულაც არ წარმოადგენენ ცხოვრების განუყოფელ ატრიბუტს და მათი ჩანაცვლება იოლია ნაჭრის ჩანთებით. ის ბევრად კომფორტულიც არის- შეგიძლია გამოიყენო მრავალჯერ, არის მეტად  მყარი და, ვფიქრობ, ბევრად ესტეთიურიცაა.პროდუქტების ყიდვის დროს შეეცადეთ იყიდოთ დიდი შეფუთვებით.
მწვანე ჩანთა CENN_ისგან

  • შეზღუდეთ პრინტერის გამოყენება;
  • შეეცადეთ გადახვიდეთ საბუთების ელექტრონულ წარმოებაზე;
  • დაიწყეთ კომპოსტირება (ინფორმაცია კომპოსტირებაზე იხილეთ აქ);
  • არ გადაყაროთ ძველი სამოსი და მიეცით მათ, ვისაც სჭირდებათ;
  • თავი შეიკავეთ სხვადასხვა სამუშაო იარაღის ყიდვისგან და ინათხოვრეთ ისინი;
  • დაზიანებების შემთხვევაში შეეცადეთ შეაკეთოთ ტექნიკა და არ იყიდოთ ახალი;
  • დალიეთ ონკანის წყალი (თუ ის სუფთაა) და შეეცადეთ მუდმივად ატაროთ საკუთარი წყალი, რათა გზაში მისი ყიდვა არ მოგიწიოთ;
  • გამოიყენეთ ძველი, შედარებით თავისუფალი ბლოკნოტები, რვეულები და წერეთ ორივე გვერდზე;
  • გამოიყენეთ დაბალი ენერგიის ნათურები. ისინი არა მხოლოდ ელექტროენერგიას ზოგავენ, არამედ მუშაობენ ექვს-რვაჯერ უფრო დიდხანს, ვიდრე სხვები.
  • თქვენს რეგიონში სეპარირებული ურნების არსებობის შემთხვევაში დაახარისხეთ ნარჩენები მათ მიხედვით და არ ისარგებლოთ სხვა ურნებით.
15 ვატიანი ნათურა
ვფიქრობ, ეს რჩევები თქვენთვის სასარგებლო და, ამასთან, მარტივიცაა. მთავარია გაიაზროთ, რომ ასე შეგიძლიათ დაეხმაროთ მსოფლიოს ეკოლოგიური კატასტროფის დაძლევაში - თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ დედამიწა!

Comments