ხანძარი ამაზონის ჯუნგლებში - რა იქნება შემდეგ?

პირველად იწვის ამაზონის ჯუნგლები?

რა თქმა უნდა, არა. ამაზონის ჯუნგლებში ხანძრები ხშირია მშრალ სეზონზე. ძირითადად, ისინი იწყება ივლის-აგვისტოში და გრძელდება შუა ნოემბრამდე, თუმცა წელს მათი რაოდენობა 84%-ით იყო მომატებული წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.
თავისთავად, ამაზონის ჯუნგლებში ასეთი მასშტაბური რაოდენობის ხანძრების გაჩენაში დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატის ცვლილებასა და სათბურის ეფექტს.



რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამაზონის ჯუნგლების დაწვას?

ამაზონის ჯუნგლები გამოიმუშავებს პლანეტაზე ჟანგბადის 20%-ზე მეტს. შესაბამისად, მისი დაწვა არა მხოლოდ ბრაზილიას, არამედ მთელს მსოფლიოს ავნებს. ამაზონი, რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც პლანეტის ფილტვები, დიდ როლს თამაშობს კლიმატის დაბალანსებაში. ტყეებიზ განადგურების მაჩვენებელი შეიძლება შეუქცევადი გახდეს და, როგორც ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, ამაზონის ჯუნგლები, შესაძლოა, სავანად გადაიქცეს. ამაზონი რომ თავის ძველ სახეს დაუბრუნდეს, ამას საუკუნეები შეიძლება დასჭირდეს.

2019 წლის აგვისტოს ჩათვლით ამაზონში 9250 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტყე განადგურდა, რამაც უკვე გადაასწრო შარშანდელი წლის მთლიან მონაცემებს(7537 კმ2).


რატომაა ამაზონი მნიშვნელოვანი?

როგორც უკვე ვთქვი, ამაზონის ტყე გამოიმუშავებს ჟანგბადის 20%-ზე მეტს დედამიწაზე. ის ასევე ყოველწლიურად ორ მილიარდ ტონა ნახშიროჟანგს შთანთქავს(აირს, რომელიც იწვევს სათბურის ეფექტს). ამაზონის ხეები ასევე ათავისუფლებენ წყლის ორთქლს, რაც საბოლოოდ ღრუბლებად იქცევა და წვიმად მოდის. ამაზონის ჯუნგლები არის სახლი დედამიწაზე არსებული მცენარეთა სახეობების 20%-ის. მათგან ბევრი კი ენდემურია.



საბოლოოდ...

გლობალური დათბობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიოში. პლანეტას სჭირდება ხეები, რომლებიც შთანთქავს ნახშიროჟანგს.  სწორედ ამ დროს ამაზონის ჯუნგლების დაწვა შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს. დედამიწას ახლა, ისე, როგორც არასდროს, ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება. კიდევ უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, მოვუაროთ და დავრგათ ხეები,  არ დავაბინძუროთ გარემო, რათა ჩვენი ცხოვრება გაგრძელდეს და გაგრძელდეს უკეთესად, ვიდრე ახლაა.

Comments